Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
თინა ბულუსაშვილი
Date of birth: | 18 April, 1941 (84 years) |
Category: | Medical Doctor, Scientist |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს; აკად. გრ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და გააგრძელა მუშაობა ამავე ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს და 1974 წლიდან წამყვან მეცნიერ თანამშრომლად; 1992-2021წწ. მუშაობდა ქ. თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო განყოფილებაში; ამ პერიოდში მივლინებულ იყო სამუშაო ადგილზე ქ. მინსკის ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში და ქ. ფრანქფურტში გოეთეს სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ჰემატოლოგიურ განყოფილებაში, რათა შემდგომში მათი მუშაობის სტილი დანერგილიყო ჩვენს კლინიკებში. არის 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის და 3 გამოგონების ავტორი, რომელიც ეხება ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს; ასევე არის 2 ბროშურის თაანავტორი, რომლებიც ეხება ლეიკემიის ფსიქოლოგიურ ასპექტს ბავშვებში ონკო-ჰემატოლოგიური პრობლემებით; 2 საკანდიდატო დისერტაციის თანახელმძღვანელი; მონაწილეობდა ყველა საკავშირო და რესპუბლიკური მნიშვნელობის ჰემატოლოგიურ-ტრანსფუზიოლოგიურ კონფერენცია-სემინარებში. 2010 წელს "უდიდესი აღიარებისთვის მიენიჭა სიგელი სისხლდენით დაავადებულ ავადმყოფთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაღალი საექიმო დახმარების აღმოჩენისათვის"; მიღებული აქვს მადლობის არაერთი სიგელი პოლ ნიუმენის მიერ დაარსებული ბარეტსტაუნის (ირლანდია) ბანაკთან აქტიური თანამშრომლობისთვის, სადაც 2 კვირის განმავლობაში უსასყიდლოდ გადიან ფსიქოლოგიურ რეაბილიტიაციას, როგორც ონკო-ჰემატოლოგიური პროფილის, ასევე სხვადასხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული პაციენტები მსოფლიოს მასშტაბით. მედიცინის დოქტორი.
|