The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენრიხ კახნიაშვილი

გენრიხ კახნიაშვილი
დაბადების თარიღი:1941
გარდაცვ. თარიღი:2013  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით სამრეწველო საწარმოთა და ქალაქების ელექტრომომარაგება 1971 წელს.

1958 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ზესტაფონის 110 კვ. ქვესადგურში ელ. ზეინკლად, 1964 წლიდან - ზესტაფონის ელექტროქსელებში, ტექნიკოსად; მუშაობა დაიწყო დისპეტჩერად, შემდგომ მუშაობდა ქ. ზესტაფონის ელექტროქსელებში უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის უფროს ინჟინრად, ქვესადგურების ჯგუფის უფროსად, თერჯოლის საქსელო რაიონის უფროსად; 1980 წელს დაინიშნა ზესტაფონის ქსელების მთავარ ინჟინრად; 1984-2003წწ. - დირექტორად; 2003 წლიდან - იმერეთის ფილიალის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ ზესტაფონის რეგიონის ქვესადგურებისა და ხაზების ჯგუფის სამსახურის უფროსად. დაჯილდოებულია სამკერდე ნიშნით "ერთიანი ენერგეტიკული სისტემის 40 წელი", მედლებით "სანიმუშო შრომისთვის".

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.161

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: