The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ნაკანი

ოთარ ნაკანი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1978  (47 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ბავარიის სატრანსპორტო გადაზიდვების, სატრანსპორტო ეკონომიკის სპეციალური სასწავლებელი 2000 წელს.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად და სამუშაოდ დარჩა გერმანიაში. 1997-2000წწ. მუშაობდა დსთ-ს და ცენტრალური აზიის ქვეყნების განყოფილების მმართველად, ხოლო შემდგომი ერთი წელი მმართველ დირექტორად. 2001 წელს გერმანიის ქ. ულმში ნიკოლაუ-ოტტოს შტრასეზე დააფუძნა ბალკანეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის სპეციალიზირებული სატრანსპორტო კომპანია, რომლის უცვლელი დირექტორია დღემდე. სხვადასხვა დროს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში, ბულგარეთში, თურქეთში, რუსეთში, ევროკავშირის ქვეყნებში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში და რიგ სხვა ქვეყნებში. ბალკანეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის სპეციალიზირებული სატრანსპორტო კომპანიის დამფუძნებელი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.268

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გერმანიის ინდუსტრული საზოგადოება, წევრი

გააზიარე: