Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია კემულარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, ინჟინერ-ელექტრო-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1932 წელს. მუშაობა დაიწყო ტექნიკოსად რიონჰესის მშენებლობაზე, შემდეგ "საქჰიდროენერგომშენში"და თბილისის ელექტროქსელების სამმართველოში ინჟინრის თანამდებობებზე. 1933-1935წწ. - ქ. მოსკოვის ენერგეტიკის სამმართველოს ინჟინერი; 1935 წლიდან - აჭარისწყლის ჰესის მშენებლობა, სადაც ხელმძღვანელობდა ელექტროსადგურის ელექტრონაწილის საპროექტო ჯგუფს, შემდეგ ძალოვანი კვანძის ელექტროსამონტაჟო სამუშოების ხელმძღვანელის მოადგილე და ხელმძღვანელი; 1938 წლიდან - "საქენერგოში" ჯერ კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი ინჟინერი, ხოლო შემდეგ ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1944 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო კანტორის უფროსი, შემდეგ ამავე ტრესტისა და "საქენერგოს" საპროექტო კანტორის გაერთიანების გამო - გაერთიანებული კანტორის უფროსი; 1960 წლიდან - "საქენერგოპროექტის" დირექტორი; 1963 წლიდან პენსიაზე გასვლამდე - "ენერგოქსელპროექტის" დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა 35-500 კვ. ძაბვის მრავალი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი მეცნიერული სტატიები სისტემატურად ქვეყნდებოდა რესპუბლიკურ და საკავშირო ჟურნალ-გაზეთებში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.161 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |