Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ხუროძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1957 წლიდან მუშაობდა კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად, გაზეთ "ქუთაისის" რედაქციაში. 1939 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზეთ "ინდუსტრიულ ქუთაისში", პირველი წიგნი − საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებული "ოქროს ხელები" 1957 წელს. გამოცემული აქვს ლირიკული ლექსების კრებულები: "მთების ბალადა" (1973), "მოთიბული ვარსკვლავები" (1979, საბავშვო ლექსების რამდენიმე კრებული. მისი ლექსი "მინდა დიდი გავიზარდო" წლების მანძილზე იყო შეტანილი დედაენის სახელმძღვანელოში. 1985 წელს გამოსცა ნოველების წიგნი "ნუ გაფრინდებით!.."; სიცოცხლის ბოლო პერიოდში - "სევდიანი ნოველები". დავით ხუროძის საბავშვო პიესები წარმატებით იდგმებოდა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.402-403 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |