შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა კვასხვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროსადგურების ქსელებისა და სისტემების სპეციალობით, 1941 წელს. 1941 წლიდან მუშაობდა თელასში მორიგე დისპეტჩერის თანაშემწედ, შემდეგ გ. დიმიტროვის სახელობის ქარხანაში საამქროს უფროს ელექტრიკოსად; 1946-1949წწ. - ტერსტ "საქკომუნენერგოს" ელექტროლაბორატორიის გამგედ; 1950-1968წწ. - სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სამსახურის უფროსის მოადგილედ; 1968-1973წწ. - "სოფლენერგოპროექტში" 35-110 კვ. ეგხ-ების და ქვესადგურების დაგეგმარების განყოფილების მთავარ სპეციალისტად, შემდეგ უფროსად; 1974 წლიდან მუშაობდა ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" ქვესადგურების განყოფილებაში პროექტის მთავარ ინჟინრად; 1976-1983წწ. - "საქმთავარენერგოს ენერგოგასაღების", შემდეგ "ენერგოზედამხედეველობის" მთავარ ინჟინრად; 1983 წლიდან - პერსონალური პენსიონერი, მუშაობდა "საქენერგოში" სხვადასხვა თანამდებობებზე. მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. დიდი წვლილი მიუძღვის კავკასიის ენერგეტიკის ისტორიის მუზეუმის დაარსებაში. იყო საქართველოს ენერგეტიკის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია მედლებითა და სიგელებით. არის რედაქტორი და ერთ-ერთი შემდგენელი წიგნების: ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემული "გოელროს ლენინური გეგმის 60 წელი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარება" და ზაჰესის 50 წლისთავთან დაკავშირებით რუსულ ენაზე გამოცემული "Полвека в рабочем строю". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.164 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |