შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაგრატ კვაჭაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაღლეფი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს. 1972 წლიდან მუშაობდა საქენერგოს რელეური დაცვისა და ავტომატიკის ცენტრალურ სამსახურში ინჟინრად; 1990 წლიდან - სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ცენტრალური სამსახურის უფროსი; 2006 წლიდან - ენერგოსისტემის რეჟიმების და ანალიზის სამსახურის უფროსი; 2014 წლიდან - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რელეური დაცვისა და ავტომატიკის განყოფილების უფროსი. 1973 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ორი სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს სამი პატენტი გამოგონებებზე. გამოქვეყნებული აქვს ექვსი სტატია სხვადასხვა ჟურნალებში. არის ათეულობით რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. 2003 წელს მიღებული აქვს "წლის ინჟინრის" საპატიო წოდება. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.165 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |