შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ ჯალაღონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კირცხი, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი 2002 წელს და სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, უახლესი ლიტერატურის ფაკულტეტზე. არის ორი პოეტური კრებულის ავტორი (მათ შორის − "დაბადებული ემბრიონები"). გამოცემული აქვს ლიტერატურული ნაშრომი ოთარ ჭილაძის "გოდორთან" დაკავშირებით. თარგმნილი აქვს ინგლისური პოეზიის არაერთი წარმომადგენლის ლექსი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.408 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |