შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ კვაჭაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. მოსკოვში "თბოელექტროპროექტში", მონაწილეობდა ტყვარჩელსრესის დაპროექტებაში. 1942 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა აწჰესში, შემდეგ, საქართველოს დასავლეთის ზონალურ სადისპეტჩერო პუნქტში სარელეო დაცვის ინჟინრად. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე, "ელექტრომაგნიტური გარდამავალი პროცესები ელექტრულ სისტემებში", მაგრამ იმის გამო, რომ მისი ძმა, სახალხო კომისარი ლავრენტი კვაჭაძე რეპრესირებულ იქნა 1937 წელს (რეაბილიტირებულია 1955), მის მიერ დაცული დისერტაცია დასმენის საფუძველზე ანულირებულ იქნა, როგორც რეპრესირებულის ოჯახის წევრისა. მოგვიანებით მან ქ. მოსკოვში ხელახლა დაიცვა დისერტაცია და მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის "ელექტროსადგურების, ქსელების და სისტემების" კათედრაზე დოცენტად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. წლების განმავლობაში შეთავსებით მუშაობდა კავშირგაბმულობის საკავშირო ინსტიტუტსა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკავშირო კურსებზე. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. დაამუშავა პროგრესული ელექტროსისტემის მოდელირების საკითხები და ენერგოსისტემის რეჟიმებისა და ქსელში მოკლე შერთვის გაანგარიშების ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების მეთოდები. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.165-166
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |