The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ კვირიკაშვილი

მერაბ კვირიკაშვილი
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1968  (57 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით - სამრეწველო ქალაქებისა და სოფლის მეურნეობის ენერგომომარაგება 1992 წელს.

მუშაობა დაიწყო შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" დისპეტჩერად; 2005-2010წწ. მუშაობდა უფროს დისპეტჩერად; 2010 წლიდან - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ტექნიკური უსაფრთხოებისა და ინსპექციის სამსახურის უფროსად. მისი თაოსნობით დამუშავდა ელექტროსისტემის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ეტაპობრივი შესრულებით მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ელექტროსისტემაში არსებული ვიწრო ადგილები, შესაბამისად, შემცირდა ავარიები და გამოირიცხა პერსონალის მიზეზით გამოწვეული დარღვევები. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: 2008 წელს - სისტემის ქსელური ანალიზის კურსი (SINS); 2011 წელს - მუდმივი დენის ჩანართის ძირითადი პრინციპები და გამოყენების კურსი (SINS); 2013 წელს - მართვის აკადემია (თბილისი), პროექტების მართვის სრული კურსი. 2014 წლიდან იკავებს სტანდარტიზაციის ენერგეტიკულ კომიტეტში და გადაცემის ლიცენზიანტების ერთობლივი ტექნიკურ კომიტეტში თავმჯდომარის პოზიციებს. ფლობს არაერთ სერტიფიკატს შრომის უსაფრთხოების, შიდა აუდიტისა და პროექტების მართვის მიმართულებით. 2025 წელს დაინიშნა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორთა საბჭოს წევრად/დირექტორად უსაფრთხოებისა და მონიტორინგის საკითხებში. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის 10 სექტემბერს ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ მიენიჭა "საქართველოს ენერგეტიკოსის" წოდება. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.166; საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: gse.com.gegse.com.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2025 - საქართველოს ენერგეტიკოსის წოდება
  • 2012 - საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

გააზიარე: