შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოდერძი კიკნაველიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1972 წელს. 1966-1975წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ფეხსაცმელების ფაბრიკა "ისანში" სხვადასხვა თანამდებობებზე: მუშა, ოსტატი, საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი; 1975-2000წწ. საქართველოს გაზიფიკაციის დეპარტამენტში: რევიზორ-ბუღალტერი, სარევიზიო-სამმართველოს უფროსი, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს უფროსი, ფინანსური დირექტორი; 1989 წლიდან სანქტ-პეტერბურგის ნ. ვოზნესენსკის სახელობის საფინანსო ეკონომიკის ინსტიტუტი; 2000 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავდროულად, 2009 წლიდან - გადასახადის გადამხდელ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტიტუტის დირექტორი. არის ორი მონოგრაფიის ავტორი, "საქართველოს ეკონომიკა და კორუფცია" (2009) და "საქართველოს ეკონომიკაში კორუფციული მოვლენების შემცირების ღონისძიებები" (2013). დიდი როლი მიუძღვის საქართველოს გაზის დარგის და ორგანიზაციების ეკონომიკის სრულყოფასა და განვითარებაში. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1989). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.167-168
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |