The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იმედი ჯახუა

იმედი ჯახუა
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1950
გარდაცვ. თარიღი:2011  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლისას მოუსწრო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღზევებამ და ის დადგა მერაბ კოსტავასა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერთა გვერდით. რის გამოც გარიცხეს უნივერსიტეტის უკანასკნელი დამამთავრებელი კურსიდან.

იგი წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საშუალო სკოლებში, მუშაობდა გამომცემლობაში  რედაქტორად, საქართველოს დემოგრაფიულ საზოგადოებაში კოორდინატორად; მისი ლიტერატურული ნათლობა 1964 წელს შედგა, როდესაც ჟურნალ "პიონერში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი "სადღეგრძელო". მას შემდეგ მისი ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა სალიტერატურო პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად. მისი პოეტური კრებულებია:  "გულის გალავანი", "კვლავაც მაღლდება", "ფიქრთაცვენა", "ჭყონდიდური გვირგვინი", "მინაწერი ცადსაფრენ წერლებზე", "სიყვარულის საუკუნე".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.414; armuri.georgianforum.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ტერენტი გრანელის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: