შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნაკანი![]()
ბიოგრაფიააბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა მესტიის საშუალო სკოლა. იგი ბავშობიდან იყო გატაცებული კრივით და სპორტის ამ სახეობაში დიდ წარმატებასაც მიაღწია. 1996 წლიდან მას არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, როგორც საქართველოში ისე მსოფლიო არენაზე. 2002-2004წწ. პირველი ადგილი მოიპოვა ქ. თბილისში გამართულ "დავით კვაჭაძის" სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, იმავე წელს გაიმარჯვა რობერტ ჩოჩიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეჯიბრებაზე. 2003 წელს პირველი ადგილი არავის დაუთმო ქ. ფოთში გამართულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ პირველობაზე. 2005 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი და აქედან მოყოლებული დიდი და დასამახსოვრებელი გამარჯვებები მოიპოვა საერთაშორისო ტურნირებზე. ორჯერ ქ. ბაქოში, უკრაინაში, პრაღაში და მინსკში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში, რისთვისაც მას დამსახურებულად მიანიჭეს საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის საპატიო წოდება. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.270 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |