შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ნარსავიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფარი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისტორიის ფაკულტეტი. 1937 წლის 23 ივნისს იგი გამოაცხადეს ხალხის მტრად და მას ე.წ. "ტროიკამ" 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის შემდეგ დაბრუნდა თავის მშობლიურ მესტიის რაიონში და სხვადასხვა დროს მუშაობდა სკოლაში პედაგოგად. გამოირჩეოდა სინდისიერი და პატიოსანი ადამიანის თვისებებით. მის სიტყვას დიდი გავლენა ჰქონდა ზემო სვანეთის საზოგადოებაში. იყო ერთ-ერთი შეუცვლელი მედიატორი, რომელმაც არა ერთი ოჯახი შეარიგა და დააძმობილა. გამოჩენილი მედიატორი და პედაგოგი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.271
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |