Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონდო გვასალია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1951 წელს სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტზე; ერთი წლის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ისტორიული გეოგრაფიის განყოფილებაში უფროს ლაბორანტად; 1964 წლიდან იყო უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1970 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1988 წლიდან იყო წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, შემდეგ მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მრავალფეროვანია; მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შიდა ქართლის ისტორიული გეოგრაფიის პრობლემები, საქართველოში ოსთა მიგრაციის საკითხები. არის თანაავტორი საქართველოს ისტორიული ატლასისა. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო და საგაზეთო სტატია, ესკიზი და პოეტური ნაწარმოები. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში შესულია მისი 100-ზე მეტი სტატია;ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ოსების საქართველოში მიგრაციის პრობლემა შეისწავლა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1986). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან (ქსნის საერისთავო)", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფია : (შიდა ქართლი IV-XVIII სს.)", დაიცვა 1986 წელს. Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |