The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ჯინჯიხაძე

ჯემალ ჯინჯიხაძე
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედაეწერი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა ა. მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1964 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რაიონის საშუალო სკოლებში მასწავლებლად. 1971-1974წწ. იყო აფხაზეთის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის მათემატიკის მეთოდკაბინეტის გამგე; 1981-1989წწ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის დეკანი; 1989-2005წწ. თსუ სოხუმის ფილიალის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1989-2006წწ. თსუ სოხუმის ფილიალის დაწყებითი სწავლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის გამგე; 2006-2008 წწ. სოხუმის სახელმწიფო უნივევრსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი; იკვლევს მათემატიკის დაწყებითი კურსის მეცნიერული საფუძვლების, მისი სწავლების მეთოდიკისა და ტექნოლოგიის, ტიპოლოგიურ-ენათმეცნიერული ნუმერალისტიკისა და თეორიული ენათმეცნიერების, უძველესი მათემატიკის ისტორიის, ჰუმანისტური პედაგოგიკის, სწავლებისა და აღზრდის ფსიქოლოგიის, პედაგოგიკისა და განათლების ისტორიის, რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების აქტუალურ პრობლემებს. მის სახელმძღვანელოებზე ქართველ მასწავლებელთა მრავალი თაობა აღიზარდა. არის მათემატიკის მეთოდისტი, მათემატიკის ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, მათემატიკის ისტორიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1988), პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1995), ომის ვეტერანი. 60-ზე მეტი წიგნისა და 200-ზე მეტი სტატიის ავტორი. გარდა ამისა, წერს ლექსებს და გამოქვეყნებული აქვს ოთხი სქელტანიანი პოეტური კრებული. მიღებული აქვს მთავრობის საპატიო სიგელები 1997, 2010, 2015, 2016, 2018 წლებში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა ისტორიულ-შედარებით და ტიპოლოგიურ ენათმეცნიერებაში - "ექვსობითი თვლის შესახებ მსოფლიო ენების აწმყოსა და წარსულში", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა მათემატიკის სწავლების მეთოდიკაში - "მათემატიკის სწავლების მეთოდიკა დაწყებით სკოლაში", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 415-416; ჯემალ ჯინჯიხაძე : 50 წელი ერის სამსახურში / შემდგ.: რომანოზ დანელია, ლევან ჯინჯიხაძე, გიორგი ჯინჯიხაძე.-თბ.,2015.-გვ.352; მუდმივ ძიებაში : ჯემალ ჯინჯიხაძე / გიორგი ჯინჯიხაძე .-თბ.,2021.-გვ.415-416

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (2015-)
  • დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუიტის სადისერტაციო საბჭო, წევრი (2005-2006)
  • ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭო, წევრი (2003-2006)
  • ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭო, წევრი (2005-2006)
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის განყოფილება, ხელმძღვანელი (2007-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია "აია", აკადემიკოსი (2010-)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი (2005-2006)
  • სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი (1999-2004)
  • ფაზისის აკადემია, აკადემიკოსი (2000-)
  • ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტთან არსებული სადისერტაციო საბჭო, წევრი, დოქტორანტების ხელმძღვანელი (2008-2018)
  • ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემია (2013-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი
  • 2002 - ღირსების მედალი
  • 1998 - გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: