The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა ჯიქია

ელგუჯა ჯიქია
დაბადების თარიღი:1956
გარდაცვ. თარიღი:2009  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სამიქაო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი.

1972 წლიდან სისტემატიურად აქვეყნებდა ლექსებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1986 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების პირველი კრებული "განდობა". მუშაობდა ჟურნალ "კრიტიკის" განყოფილების გამგედ. წლების განმავლობაში იყო რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტის, აკაკი ბაქრაძის უფროსი რეფერენტი. მისი ხელმძღვანელობით ყოველი პიარისა და ხმაურის გარეშე მიმდინარეობდა მიგრაციის პროცესების დროს დემოგრაფიული მდგომარეობის დაბალანსება ქვემო ქართლში. 2009 წელს, მისი გარდაცვალების წლისთავზე გამოიცა ლექსების სრული კრებული "ჯაჭვინულები".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 416

ბიბლიოგრაფია

  • ჯაჭვი-ნულები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2009. - 200გვ.. - ISBN: 9789941128639
  • განდობა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1986. - 35გვ.

გააზიარე: