შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ჯიჭონაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. 1986 წელს ჩაირიცხა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა სოხუმის უნივერსიტეტის ლიტერატურულ ჟურნალ "ცხუმში", შემდგომში – ჟურნალ "რიწაში" და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. არის ათამდე წიგნის ავტორი. პირველი წიგნი გამოიცა 1990 წელს "მერანში", სახელწოდებით "მსურდა ლოცვა"; შემდგომ წლებში გამოვიდა მისი სონეტების, ნოველების, ლიტერატურული ზღაპრების, მოთხრობების წიგნები. 2014 წელს გამოვიდა მისი ხუთტომეული. გია ჯიჭონაიას შემოქმედება გაერთიანებულია ერთ სათაურში – "ადამიანური ყოფის გულსაკლავი სანახაობის ქრონიკა". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 417 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |