The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ კილოსანიძე

Date of birth:1945  (80 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხარბინი (ჩინეთი).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1969 წელს.

მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს გამოთვლითი ტექნიკის სამსახურში ინჟინრად, შემდეგ უფროს ინჟინრად, უფროსის მოადგილედ. 1975 წელს დანიშნეს გამოთვლითი ტექნიკისა და სადისპეტჩერო მართვის ავტომატიზებული სისტემების სამსახურის უფროსად. დიდი ღვაწლი მიუძღვის ამიერკავკასიაში ენერგეტიკის დარგში გამოთვლითი ტექნიკისა და მათემატიკური უზრუნველყოფის დამუშავებასა და დანერგვაში. 1991-1994წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს გამოთვლითი ტექნიკისა და სადისპეტჩერო მართვის ავტომატიზებული სისტემების სამსახურის უფროსის მოადგილედ; 1995-2000წწ. - თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.168


Share: