შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კირვალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "სამრეწველო საწარმოთა ელმოწყობილობა" 1948 წელს; უცხო ენების ინსტიტუტი (გერმანული ენა) 1969 წელს. მუშაობდა მოსკოვის მექანიზაციისა და ენერგეტიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალში; 1970 წლიდან - საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 102 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესრულებული აქვს შემდეგი ძირითადი მნიშვნელოვანი სამუშაოები: ხე-ტყის გამოსაზიდი საბაგირო გზა კრასნოდარის მხარეში, ვიწროლიანდაგიანი თბომავალი, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, რომელმაც შეცვალა ვიწროლიანდაგიანი ორთქმავლები ვიწროლიანდაგიანი ელექტრომავალი სილიციუმის გამმართველზე ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის (პირველად საბჭოთა კავშირში). მისი ხელმძღვანელობით დამუშავებული იქნა რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში მოხმარებული ელ. ენერგიის ხვედრითი ნორმატივები 1975-1990 წლებისთვის, რომლებიც გათვალისწინებული იქნა სახელმწიფო პერსპექტიული გეგმის შედგენისას. აგრეთვე დამუშავდა სტიქიური მოვლენების არეალებში სოფლის მეურნეობის ობიექტების ელექტროენერგიით ცენტრალიზებული კვების სისტემის შესაძლებლობები. შედგენილი იქნა საქართველოსი სხვადასხვა სტიქიური მოვლენების ტერიტორიული განაწილების რუკა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.169 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |