The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ კირვალიძე

ვახტანგ კირვალიძე
Date of birth:1925  (100 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "სამრეწველო საწარმოთა ელმოწყობილობა" 1948 წელს; უცხო ენების ინსტიტუტი (გერმანული ენა) 1969 წელს.

მუშაობდა მოსკოვის მექანიზაციისა და ენერგეტიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალში; 1970 წლიდან - საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 102 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესრულებული აქვს შემდეგი ძირითადი მნიშვნელოვანი სამუშაოები: ხე-ტყის გამოსაზიდი საბაგირო გზა კრასნოდარის მხარეში, ვიწროლიანდაგიანი თბომავალი, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, რომელმაც შეცვალა ვიწროლიანდაგიანი ორთქმავლები ვიწროლიანდაგიანი ელექტრომავალი სილიციუმის გამმართველზე ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის (პირველად საბჭოთა კავშირში). მისი ხელმძღვანელობით დამუშავებული იქნა რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში მოხმარებული ელ. ენერგიის ხვედრითი ნორმატივები 1975-1990 წლებისთვის, რომლებიც გათვალისწინებული იქნა სახელმწიფო პერსპექტიული გეგმის შედგენისას. აგრეთვე დამუშავდა სტიქიური მოვლენების არეალებში სოფლის მეურნეობის ობიექტების ელექტროენერგიით ცენტრალიზებული კვების სისტემის შესაძლებლობები. შედგენილი იქნა საქართველოსი სხვადასხვა სტიქიური მოვლენების ტერიტორიული განაწილების რუკა.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.169

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ოქროს მედალი)

Share: