შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ კიღურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1963 წელს. 1965-1970წწ. - საკვალიფიკაციო განათლება (კვალიფიკაციის ამაღლება და ასპირანტურა) - მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური და რადიოტექნიკური გაზომვების (ВНИИФТРИ) და ლენინგრადის მეტროლოგიის საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში (ВНИИМ). 1963-1965წწ. - რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თბოელექტროცენტრალის საქვაბე საამქროს ოპერატორი, სპეციალური საკონსტრუქტორო გამშვებ-გამმართველი ბიუროს ენერგეტიკის განყოფილების უფროსი; 1965-1970წწ. - ასპირანტი; 1978-1997წწ. - თბილისის თბოელექტროცენტრალის საწვავი გაზის აღრიცხვისა და კონტროლის სამსახურის უფროსი; 1998-1999წწ. - "ტრანსგაზმრეწვის" გაზის აღრიცხვის კვანძების მომსახურების მუდმივმოქმედი კომისიის წევრი; 2003-2004წწ. - ახალციხის რაიონის სოფ. აგარისა და კურორტ "ნუნისის" მიკროჰესების პროექტის მენეჯერი და სხვა. 1971 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრის დოცენტი, 1993 წლიდან - პროფესორი, 2007 წლიდან თბო და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს კათედრის მაპროფილებელ დისციპლინებში: "თბოტექნიკის თეორიული საფუძვლები", "ტექნოლოგიური გაზომვები და ხელსაწყოები", "თბოენერგეტიკული დანადგარები" და სხვ. არის 130-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის, სახელმძღვანელოების და მონოგრაფიის. აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანიებთან და ინვერსტორებთან. მისი მონაწილეობით ქ. თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განხორციელდა ენერგოეფექტურობის საპილოტო პროექტები, დაინერგა ენერგოდამზოგი ტექნილოგიები საყოფაცხოვრებო, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამედიცინო, კომერციულ და სამრეწველო სექტორებში. სამეცნიერო ინტერესები: სათბობის, თბოდანადგარების, სამშენებლო მასალების თბური დიაგნოსტიკა; მეტროლოგია. განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები; თბოტექნიკური გაზომვები და ხელსაწყოები. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 7 ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და 5 აკადემიური დოქტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1970), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1993), სერტიფიცირებულ ენერგომენეჯერი (CEM, AEE USA) და ენერგოაუდიტორი (ENSI, ნორვეგია), "გაეროს" ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია "UNIDO"-ს ეროვნული ექსპერტი საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი. მიღებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერ-ენერგეტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (AEE) უმაღლესი ხარისხის წოდება "Legend in Energy". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.170; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 72 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |