შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქელეჩბი ნიგურიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაიბადა ცნობილი მედიატორის ოჯახში. იგი ახალგაზრდობიდან ეზიარა სვანური სამართლის სიბრძნეს და მესტიაში არ იყო არცერთი საქმე, რომ მის გარჩევაში მონაწილეობა არ მიეღო. შემდგომში, მან მამის მეგობრებთან ერთად მთელ ზემო სვანეთში დაიწყო სვანური სამართლის მიხედვით საქმეების გარჩევა. ეს ეხება ძირითადად იმ პერიოდს, როცა საბჭოთა წყობილებამ დაიწყო გადამტერებული ოჯახების და გვარების შერიგება. იგი მთელი მონდომებითა და მდიდარი გამოცდილებით ჩაება ამ საქმეში და უდიდესი წვლილი შეიტანა მესტიის რაიონში მშვიდობიანობის დამყარების საქმეში. მას მუდმივად ირჩევდნენ მესტიის სასოფლო საბჭოს დეპუტატად. ზემო სვანეთის ერთ-ერთი გამოჩენილი პიროვნება, ცნობილი მედიატორი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.274
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |