The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ასაშვილი

ირაკლი ასაშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1972  (53 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა "Philips Junior College and Salt Lake Community College", სოლტ ლეიკ სითი, იუტა, აშშ, სპეციალობით ფინანსები 1994 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი სპეციალობით საერთაშორისო ბიზნესი და საგარეო ვაჭრობა 1998 წელს.

1998 წლიდან არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის სტაჟიორი; 1999-2002წწ. სტამბულში საქართველოს გენერალური საკონსულოს ატაშე; 2002-2003წწ. მეორე მდივანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; 2003-2005წწ. სამმართველოს უფროსის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; 2005-2007წწ. კონსული, საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში; 2008 წელს სამმართველოს უფროსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; 2008-2012წწ. კონსული, საქართველოს საელჩოში ლიეტუვას რესპუბლიკაში; 2012 წელს საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში; 2012-2017წწ. საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში; 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიის რესპუბლიკაში აკრედიტებული სინგაპურის რესპუბლიკაში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში (ASEAN).

წყარო:დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.34


გააზიარე: