The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი კობახიძე

დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:2014  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "წყალმომარაგება და წყალანირება", ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1956 წელს.

1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინრად; 1958-1961წწ. - თბილისის გაზიფიკაციის საპროექტო მოცემულობაში უფროს ინჟინრად. მივლინებული იყო ქ. კიევში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და პროექტებზე სამუშაოდ. 1961-1965წწ. - თბილისის გაზიფიკაციის მთავარი ინჟინერი; 1969-1977წწ. - ინსტიტუტი "თბილქალაქპროექტის" ქ. თბილისის გაზიფიკაციის სექტორის უფროსი. მისი ხელმძღვანელობით წარმატებით იქნა განხორციელებული ქ. თბილისის ქუჩის გაზსადენების (ქსელების), ყველა სამრეწველო ობიექტის, რაიონული ცენტრალური თბომომარაგების და მოსახლეობის გაზზე გადაყვანის პროექტები. 1977 წლიდან - საქართველოს "სახკომუნმშენის" საპროექტო ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი. მუშაობდა "თბილგაზის" სისტემაში მთავარ სპეციალისტად, ცენტრალური სადისპეტჩეროს უფროსად, "თბილგაზის" ტრესტის მმართველის მოადგილედ ექსპლუატაციის დარგში, მთავარ ინჟინრად და ტრესტ "თბილგაზის" მმართველად. დაჯილდოებული იყო ორდენით, მედლებითა და სიგელებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.172

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი

გააზიარე: