The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით აფციაური

დავით აფციაური
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
უმაღლესი განათლება მიიღო საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. 
2000-2004წწ. იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და პირველი მოადგილის თანამდებობას, იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების კოლეგიის წევრი. დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში მონაწილეობა მიუღია გაეროს რიგი მნიშვნელოვანი ორგანოების არჩევნებში და ევროპულ ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციებში, როგორც კანდიდატი მაღალი რანგის პოზიციებზე. დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად როგორც მიწვეული პროფესორი და წამყვანი მკლევარი, აქტიურ მონაწილებას ღებულობდა საქართველოს და უცხოეთის უნივერსიტეტებში და წამყვან კვლევით ცენტრებში, სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებაში, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების პრობლემატიკას. მიწვეული პროფესორის რანგში კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო და ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში; 1994-2013წწ. კითხულობდა ლექციებს ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ფლორიდის უნივერსიტეტში; მონაწილეობას ღებულობდა გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებში, მიწვეული მაღალი დონის ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნებისა და საქართველოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან. წლების განმავლობაში მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო კონფერენციებში და ფორუმებში ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნებში. 2019 წლიდან იკავებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის თანამდებობას. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2004-2008წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში; 2014-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მონღოლეთსა და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში. არის ეკონომიკის დოქტორი, გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებზე ცნობილ ქართულ და უცხოურ ჟურნალებსა და გაზეთებში.

წყარო:დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.35


გააზიარე: