The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ აფხაზავა

ნიკოლოზ აფხაზავა
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1993 წელს; იოკოჰამას სახელმწიფო უნივერსიტეტის (იაპონია) საერთაშორისო და ბიზნესის სამართლის ასპირანტურა, სპეციალობით საერთაშორისო სამართალი, მაგისტრის დიპლომით 2000 წელს; იოკოჰამას სახელმწიფო უნივერსიტეტის (იაპონია) სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასპირანტურა 2003 წელს. მიღებული აქვს სერტიფიკატები: ფერარას უნივერსიტეტის (იტალია) იურიდიული ფაკულტეტის, სპეციალობით ევროგაერთიანების სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი (1994); ბრიტანეთის საბჭო, ლონდონი, (დიდი ბრიტანეთი) სპეციალობით ბრიტანეთის ინდუსტრიის მენეჯმენტი (1996).

07/1993-10/1993წწ. იყო საქართველოს პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წამყვანი სპეციალისტი; 1994-1995წწ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 01/1996-12/1996წწ. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე; 01/1997-03/1997წწ. ჰაგლერ ბაილი კონსალტინგის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე; 2007-2008წწ. – სასაკავას მშვიდობის ფონდის პროექტის მენეჯერი, (ტოკიო); 09/2008-10/2008წწ.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი; 2008-2011წწ. საქართველოს საელჩო იაპონიაში, უფროსი მრჩეველი; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი; 2012-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში; 2017 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალაიზიაში, ბრუნეი დარუსალამში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მიანმარის კავშირის რესპულიკაში და კამბოჯის სამეფოში. მიღებული აქვს კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდო "გვანგვას მედალი" - ღირსეული დიპლომატიური სამსახურისთვის. საერთაშორისო სამართალის დოქტორი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.36


გააზიარე: