შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1953 წლიდან მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში". მონაწილეობდა ორთაჭალჰესის, ლაჯანურჰესის, დარიალჰესის და ვარციხეჰესების დაპროექტებაში. 1967 წელს მიავლინეს კუბის რესპუბლიკაში სამუშაოდ. 1968 წელს დანიშნეს ხუდონჰესის პროექტის მთავარ ინჟინრად. პროექტზე მუშაობის პროცესში დიდ ყურადღებას აქცევდა ეკოლოგიურ საკითხებს. დაჯილდოებული იყო საბჭოთა კავშირის ენერგეტიკის სამინისტროს სიგელით, რამდენიმე მედლით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.173 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |