The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ კობახიძე

ვახტანგ კობახიძე
დაბადების თარიღი:1950  (75 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1972 წელს, მდინარის ნაგებობათა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

1972-1975წწ. - "თბილჰიდროპროექტის" ენგურჰესის მიწისქვეშა საგენერატორო შენობის დაპროექტების ჯგუფის ინჟინერი; 1975 წლიდან - "საქმთავარენერგოს" ჰიდროტექნიკური სამსახურის ინჟინერი, სამსახურის უფროსის მოადგილე. აქტიურად მონაწილეობდა ვარციხეჰესების კასკადის, ენგურჰესის, ჟინვალჰესის, რუსთავის ახალი კაშხლის (თბილსრესის წყალმომარაგების სისტემა) სახელმწიფო კომისიების მუშაობაში. 1980-იან წლებში მისი ინიციატივით შეიქმნა წყალქვეშა ჰიდროტექნიკური ნაგებობების კვლევისა და ტექნიკური მომსახურების კომპანია, რომელმაც დიდი მოცულობის სამუშაოები შეასრულა საქართველოს ენერგოსისტემაში შემავალი ჰესების საიმედო და უავარიო მუშაობისათვის. 1988-1990წწ. - ამიერკავკასიის გაერთიანებული ენერგოსისტემების სადისპეტჩერო სამმართველოს ენერგეტიკული რეჟიმების სამსახურის უფროსის მოადგილე ამიერკავკასიის ჰესების მუშაობის რეჟიმების დაგეგმვისა და მართვის განხრით; 1991-1992წწ. - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ტექნიკური ანალიზისა და დაპროექტების სამმართველოს უფროსი; 1992 წლიდან - სსიპ "ენერგოგენერაციის" ჰიდროტექნიკური განყოფილების უფროსი; 2000-2005წწ. - გუმათჰესების კასკადის დირექტორი; 2005-2007წწ. - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი. მისი მონაწილეობით შესრულდა სარეაბილიტაციო სამუშოები მოქმედი ჰესების ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე. დამუშავდა მთელი რიგი პროექტები აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესასრულებლად. 2007 წლიდან - საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "ჰიდროპროექტის" დირექტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.173-174


გააზიარე: