შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ კობიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1982 წელს. მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე - სადგურის მორიგედ, დისპეტჩერად, სადგურის უფროსად; 1995-1999წწ. ეწეოდა ბიზნესს; 1999 წლიდან გააგრძელა მუშაობა "საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის" სადისპეტჩერო სამსახურის დისპეტჩერად. საქართველოს გაზის კომპანიის დაფუძნების დღიდან 2005 წლამდე იყო უფროსი დისპეტჩერი; 2005 წლიდან - სადისპეტჩერო სამსახურის უფროსი, მთავარი დისპეტჩერი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.174 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |