The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კოსტანიანი

გიორგი კოსტანიანი
დაბადების თარიღი:1911
გარდაცვ. თარიღი:1979  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკული ინსტიტუტი 1934 წელს და მიიღო ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა ამიერკავკასიის ენერგოსისტემაში, სადაც გააგრძელა მუშაობა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. 1936-1937წწ. მუშაობდა სომხეთის ენერგოსისტემაში; 1938 წლიდან - "საქენერგოში", იყო სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ცენტრალური სამსახურის უფროსის მოადგილე, სარელეო დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1950-1954წწ. - "საქენერგოპროექტის" ავტომატიკის სექტორის ხელმძღვანელი. 1954 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. გამოაქვეყნა 60-მდე სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის სტატია, შეასრულა 50 განაცხადი გამოგონებებზე, მიიღო 20 სსრკ საავტორო მოწმობა. საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემებში დანერგა რაციონალური წინადადებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1946), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1965).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.177

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: