შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. 14 წლის ასაკიდან მუშაობდა ექვთიმე ხელაძის სტამბაში ასოთამწყობად. 1897 წლიდან მუშაობდა "ქართველთა გამომცემელი ამხანაგობის სტამბაში", "ცნობის ფურცელში". 1900 წელს იმყოფებოდა პარიზში საერთაშორისო გამოფენაზე. 1903 წელს, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტ რევოლუციურმა პარტიამ პარიზში გაგზავნა ჟურნალ "საქართველოსა" და "La Georgie"-ს გამოსაცემად. 1905 წელს მიხეილ კიკნაძე საქართველოში დაბრუნდა, ხოლო 1906 წელს დააარსა ქართულ-რუსულ-ევროპული სტამბა "იდეალი", რამაც ქართული ბეჭდვითი საქმის წარმატებას დიდად შეუწყო ხელი, მან შემოიღო ე. წ. "პარიზის ასო", რომლითაც პარიზში აწყობდა "საქართველოს" და სხვ. ამ სტამბაში მიხეილ კიკნაძის ხელშეწყობით წიგნების გარდა, პროკლამაციებიც იბეჭდებოდა. ასოთამწყობი, მესტამბე და გამომცემელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.679
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |