The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სამსონ კიკნაძე

სამსონ კიკნაძე
Date of birth:10 October, 1868
Date of death:1944  (at 75 years)
Category:Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზარანი, ხარაგაულის რაიონი.

1882-1907 წლებში მუშაობდა შეშის საწყობის დარაჯად, ხაშურის დეპოში შავ მუშად, მეისრედ სადგურ წიფაში, მატარებლის კონდუქტორად. მიღებული ჰქონდა საგანგებო ჯილდო (სამჯერ გადაარჩინა მატარებელი კატასტროფას). პირველი საცდელი მატარებელი წიფის გვირაბში სამსონ კიკნაძემ გაატარა. მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში; 1905 წელს შეიპყრეს და ალიხანოვ-ავარსკის განკარგულებით, სხვა 28 რევოლუციონერთან ერთად უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ გადარჩა. 1931 წელს, თბილისში მიწის სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მან აღმოაჩინა VII საუკუნის არაბული სვეტი, იშვიათი ისტორიული ძეგლი, რომელიც საქართველოს ისტორიის მუზეუმში ინახება. ამ აღმოჩენის შესახებ წერდა გაზეთი "კომუნისტი" (1935, 1 მაისი, №102) და ჟურნალი "მეცნიერება და ტექნიკა" (1935, №3).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.680


Share: