შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ნემსაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალშენი, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი. მუშაობდა ქ. თბილისში სააფთიაქო სამმართველოში განყოფილების გამგედ, შემდგომში გადაიყვანეს ჯერ ქ. თბილისის გლდანის რაიონის ცენტრალური აფთიაქის მმართველად, ხოლო შემდგომ მუშაობდა სააფთიაქო ბაზის მმართველად. საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ იგი კერძო ბიზნესით დაინტერესდა და დღესაც ამ სფეროში განაგრძობს მოღვაწეობას. აფხაზეთის ომის დროს აქტიურად ეხმარებოდა ქართველ ჯარისკაცებს და უგზავნიდა საჭირო მედიკამენტებს. იმისათვის, რომ მეომრებს თავისუფლად ემოძრავად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თავის საკუთარი ავტომობილი "ნივაც" კი დაუთმო მათ. სააფთიაქო სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.276 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |