The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟორა კოტრიკაძე

ჟორა კოტრიკაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი კოტრიკაძე
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:1996  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

სამუშაოდ გააგზავნეს უკრაინაში, ქ. გორლოვკაში. უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო "საქენერგოს" ცენტრალურ ლაბორატორიაში ინჟინრად, ჯგუფის უფროსად, სამსახურის უფროსად. მუშაობდა სხვადასხვა ენერგოობიექტების გაწყობით სამუშაოებზე. 1966 წელს გადაიყვანეს მარნეულის ელექტროქსელის მთავარ ინჟინრად; 1980 წლიდან იყო ამავე ქსელის დირექტორი; 1989 წლიდან - "საქენერგოს" მაღალი ძაბვის ხაზების სამმართველოს უფროსი, შემდეგ წლებში კი "საქენერგოს" ლაბორატორიის დირექტორი, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. დამსახურებული რაციონალიზატორი. მიღებული ჰქონდა მთავრობის მრავალი ჯილდო.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.180

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: