შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ ბრეგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი. 1938 წლიდან მუშაობდა საქართველოს ქვანახშირის საბადოების გეოლოგიურ შესწავლაზე, წლების განმავლობაში იყო ტყიბულისა და შაორის გეოლოგიური პარტიების მთავარი გეოლოგი. მის მიერ არის შედგენილი შაორის საბადოს სამრეწველო შეფასება და პირველი გეოლოგიური ანგარიში მარაგის გამოთვლით (ორივე ანგარიში დამოწმებულია სსრ კავშირის მარაგების სახელმწიფო კომიტეტში). მისი შედგენილია გეოლოგიური ანგარიშები ტყიბულის ლენინის, სტალინისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის უბნებისათვის. მან დატოვა მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც რამდენიმე ათასი ერთეულისგან შედგება და მრავალ იშვიათ გამოცემას და უნიკალურ ეგზემპლარს შეიცავს. 2021 წლის ოქტომბერში თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის მიერ ორგანიზებულ მე-12 ფოტოფესტივალზე სლაიდშოუს სახით წარმოდგენილი იყო 1948-1950 წლებში გადაღებული მისი ფოტოები, რომლებმაც ასეთი შეფასება დაიმსახურა: "სოლომონ ბრეგაძის დოკუმენტური ფოტოგრაფია საბჭოთა პერიოდის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ინდუსტრიული ცენტრის – ტყიბულის – იშვიათი ფოტოქრონიკაა". მისი რამდენიმე ჟანრული ფოტო, სათაურით "ფოტომოთხრობები", დაბეჭდილია ჟურნალ "თეატრის" 2021 წლის მე-10 ნომერში. ბიბლიოფილი, მემუარისტი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |