The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დემურ კოხრეიძე

დემურ კოხრეიძე
Date of birth:29 September, 1940  (84 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტრული სადგურები, ქსელები და სისტემები" 1963 წელს.

მუშაობა დაიწყო ტყვარჩელსრესში მორიგე ინჟინრად; 1966-1969წწ. - იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტი. აქტიურდ მონაწილეობს საქართველოს ენერგოსისტემის 110 და 220კვ. ქსელის ელექტრული რეჟიმების ოპტიმიზაციის კვლევით სამუშაოებში. 1972 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. მის მიერ მიღებული მეცნიერული შედეგები გამოყენებულ იქნა ტყვარჩელსრესში მტვერსაკვების ამძრავის შესაქმნელად. 1972 წლიდან მუშაობდა ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ, განყოფილების გამგედ. 1991 წლიდან იყო მაღალი ძაბვის კვების წყაროების ფილიალის უფროსი. მის მიერ შექმნილი მაღალი ძაბვის ნახევარგამტარული გარდამქმნელები გამოშვებული იქნა სერიულად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ, დანერგილია ენერგეტიკულ და ელექტროტრანსპორტის ობიექტებზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციების კურსს ელექტროენერგეტიკის წამყვან საგნებში, ხელმძღვანელობს სტუდენტ-მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. არის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სრული პროფესორი. ავტორია 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, გამოგონებების, სახელმძღვანელოების და მონოგრაფიების, რომლებიც გამოცემულია საქართველოსა და უცხოეთში. მისი თანაავტორობით და რედაქტორობით გამოცემულია წიგნები - "მუდმივი დენის უკონტაქტო ელექტრული ძრავები" და "ელექტროტექნიკის ტერმინოლოგიური ლექსიკონი". დაჯილდოებულია საპატიო სიგელებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.181

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი

Bibliography


Share: