The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ნიჟარაძე

დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1968  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უშგული, მესტიის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია; ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1913 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ქუთაისის გუბერნიის ცაგერის მაზრაში, სადაც მას მოუსწრო პირველმა მსოფლიო ომმა და გაიწვიეს ჯარში, სადაც მუშაობდა საევაკუაციო ბატალიონის უფროსად და ევალებოდა დაჭრილი მეომრების ჰოსპიტალიზაცია. მან მთელი ომის პერიოდში თურქეთ-რუსეთის ფრონტზე გაატარა და წარმატებული მუშაობისათვის ექვსი სხვადასხვა ორდენით დაჯილდოვდა. ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ზემო სვანეთში და მესტიაში, საკუთარ სახლში გახსნა პირველი საავადმყოფო, სადაც ქირურგიულ ოპერაციასაც კი ატარებდა. მისი ძალისხმევითა და მონდომებით მესტიაში, უშგულსა და მულახში გაიხსნა სავადმყოფოები. მიუხედავად ასეთი დამსახურებისა 1937 წელს იგი დააპატიმრეს, მაგრამ ხუთი თვის პატიმრობის შემდეგ სვანი მოსახლეობის აქტიური მოთხოვნით პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და სვანეთში განაგრძო თავის პროფესიული საქმიანობა. 1939 წლიდან 29 წლის განმავლობაში უცვლელად მუშაობდა მესტიის საავადმყოფოში რენტგენის განყოფილების გამგედ. სვანეთში ჯანმრთელობის დაცვის ხაზით თითქმის ნახევარი საუკუნე იმოღვაწა. პირველი სვანი ექიმი. 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.279


გააზიარე: