The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ დაუშვილი

თენგიზ დაუშვილი
Date of birth:15 November, 1935
Date of death:24 June, 1999  (at 63 years)
Burial location:თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსიტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960 წელს მუშაობას იწყებს გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში რეჟისორ ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობით; ამ პერიოდში მსახიობმა შექმნა მრავალი საინტერესო სახე: მუშა (მ. ჯავახიშვილის "არსენა მააბდელი"), ტულიო (გოლდონის "ცეკვის მასწავლებელი"), ყაფლანი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), ნოე (რ. ნეშის "წვიმის გამყიდველი"), სიმონიკა (გ. სუნდუკიანის "პეპო") და სხვა; 1961 წელს მუშაობას იწყებს თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში სადაც ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობით ყალიბდება ახალგაზრდული დასი, ამ პერიოდის სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ირაკლი (ლ. იოსელიანის "ჩვენი ერთი საღამო"), მედვედევი (რ. მამულაშვილის "თორტიზელები", ვლადიმერი (ვ. კოროსტილევის "მე მჯერა შენი"), ბუგროვი ("კოლეგები") და სხვა; თეატრში მუშაობის პარალელურად მსახიობი თ. დაუშვილი დაკავებული იყო კინოსტუდია "ქართულ ფილმში", სადაც მრავალი საინტერესო სახე შექმნა; გოჩა ("ზღვის შვილები"), კუკური ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), გრიფიტი ("დრო იწურება განთიადისას"), რეზო ("გიორგობისთვე"), კაპიტანი ("უყაიმო თამაში"); 1968 წლიდან მუშაობას იწყებს რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც შექმნა სახეთა მთელი გალერეა: შტრაუბე ("მაესტრო"), ტრიგორინი ("თოლია"), ამილკარი ("დამქირავებელი") და მრავალი სხვა; მათ შორის აღსანიშნავია 1979 წელს უნგრელი რეჟისორის ენდრე მარტონის მიერ დადგმული მ. საბოს პიესა - "ის ლამაზი მზიანი დღე". სპექტაკლს მაღალი შეფასება მისცეს როგორც ქართველმა, ისე უნგრელმა კრიტიკოსებმა. თ. დაუშვილი სისტემატურად მონაწილეობდა რადიო და ტელედადგმებში, იგი იყო რუსთავის დრამატული თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი.

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
    ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის

Share: