The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გალინა კრიცკაია

გალინა კრიცკაია
დაბადების თარიღი:1931  (94 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1955 წელს.

1955-1969წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "საქენერგოპროექტის" სარელეო დაცვისა და ავტომატიკის განყოფილებაში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, წამყვან ინჟინრად; 1969-1972წწ. იმყოფებოდა ეგვიპტეში, სადაც პროფესიით მუშაობდა; 1972-1980წწ. იყო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" წამყვანი ინჟინერი; 1980-2004წწ. პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა "საქენერგოს", შემდგომში "საქართველოს სახემწიფო ელექტროსისტემის" სარელეო დაცვის სამსახურში წამყვან ინჟინრად. მისი მონაწილეობით დამუშავდა 1990-2000წწ. ენერგოსისტემის იზოლირებულად მუშაობის რეჟიმისთვის ენერგოსისტემის ყველა ელემენტის დაცვის და ავტომატიკის დანაყენების გაანგარიშება. დაჯილდოებულია საიუბილეო სამკერდე ნიშნით "ენერგოქსელპროექტი", 1975 წელს შეტანილია "ენერგოქსელპროექტის" წარჩინების წიგნში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.182-183

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: