The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოდერძი კუპრავა

გოდერძი კუპრავა
Date of birth:25 February, 1945
Date of death:2019  (at 73 years)
Category:Inventor, Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გეგუთი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი "ელექტროსადგურების" სპეციალობით 1969 წელს.

1963-1965წწ. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალის საქვაბე საამქროს ზეინკლად; 1969 წელს მუშაობა დაიწყო რიონჰესების კასკადში მორიგე ინჟინრად; 1970 წელს გადაიყვანეს ელ. ლაბორატორიის ინჟინრად; 1975 წელს დაინიშნა ელექტრომექანიკური საამქროს უფროსად; 1976 წელს - ვარციხე ჰესის პირველი ჰესის სადგურის უფროსად; 1979 წელს - ვარციხე ჰესების კასკადის მთავარ ინჟინრად; 1985-2005წწ. - ვარციხე ჰესების კასკადის გენერალური დირექტორი. ვარციხე ჰესების კასკადში შემავალი ოთხი, ტიპიურად ერთნაირი ჰიდროელექტროსადგური უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით გაიშვა 1976, 1978, 1980 და 1988წწ. მისი გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადებების დანერგვამ დიდი როლი შეასრულა ვარციხე ჰესების კასკადის მუშაობის იმედიანობის უზრუნველყოფაში. სამი გამოგონება დაპატენტებულია "საქპატენტის" მიერ. 1999-2000წწ. იყო ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. 2005 წელს მუშაობდა შპს "ვარციხე 2005"-ში დირექტორის მრჩევლად. 2006 წლიდან - პენსიონერი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.183


Share: