შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე კოლელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გულგულა, თელავის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი და სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1880 წელს მუშაობა დაიწყო თელავის მაზრის მეტყევის თანაშემწედ. 1900 წელს, ერთი წლით გაემგზავრა პარიზში (მსოფლიო გამოფენაზე), სადაც არჩილ ჯორჯაძის და გ. დეკანოზიშვილის გავლენით ეზიარა სოციალიზმს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო მევენახეობისა და მეღვინეობის დარგების განვითარებისათვის ზრუნვა. 1905 წელს ივანე კოლელიშვილმა თელავში არჩილ ჯორჯაძესთან ერთად დაამუშავა სოციალიზმის განვითარების გეგმა. 1906 წელს შექმნა და ჩამოაყალიბა კომუნა "ერთობა", რომლის წინააღმდეგ მთავრობამ სადამსჯელო ღონისძიება ჩაატარა, ივანე კოლელიშვილი დააპატიმრეს და ირკუტსკის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ თელავის მაზრის თავადაზნაურთა მარშლის-მაქს ჭავჭავაძის შუამდგომლობით გაანთავისუფლეს და უცხოეთში წასვლის ნება მისცეს. ივანე კოლელიშვილმა იმოგზაურა ინდოეთში, ეგვიპტესა და იტალიაში, მის შესახებ წერილები იბეჭდებოდა რუსულ და უცხოურ პრესაში. საქართველოში დაბრუნდა 1920 წელს და სოფელ გულგულაში დააარსა კოლმეურნეობა, გამოიყვანა წყალი. ივანე კოლელიშვილი ლევ ტოლსტოის იდეების მიმდევარი იყო, სჯეროდა და ქადაგებდა ადამიანის ბუნებასთან ჰარმონიულობის იდეას, მკაცრი ვეგეტარიანელი იყო. უფრო სწორად ვეგანი, თანამედროვე გაგებით ფრუქტარიანელი, მხოლოდ ხილს და მარცვლეულს ჭამდა. ჰქონდა უამრავი იდეა სოფლის განვითარებისთვის. გარდაიცვალა თბილისში სისხლის მოწამვლით. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.730; youtube.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |