შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავრენტი კუპრაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცუცხვათი, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელი 1892 წელს. მუშაობდა ჭიათურის რკინიგზის მშენებლობაზე შავ მუშად, საწყობის დარაჯად, მეტაბელედ, მემუხრუჭედ, მწონავად, მეანგარედ, მოლარედ და სხვ. 1899 წელს ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, იყო პროპაგანდისტ-აგიტატორი, ორგანიზატორი, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას, აყალიბებდა რევოლუციურ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს. 1905 წელს, სომეხ-აზერბაიჯანელთა შეტაკების დროს, იცავდა სადგურ აღსტაფას. 1906-1908 წლებში მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა მიერ გამართულ წარმოდგენებში. 1912 წელს დააპატიმრეს, შემდეგ რუსეთში გადაიხვეწა, სადაც ისევ რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა ქუთაისში, სადაც მუშაობდა სადგურ ქუთაისის რკინიგზის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, მთავარი გზის კომიტეტის, ქუთაისისა და თბილისის რსდმპ კომიტეტების წევრად. 1921 წლიდან, ანუ საქართველოს გასაბჭოებიდან ოთხი წელიწადი ებრძოდა საბჭოთა წყობილებას, ბოლშევიკებს. 1924 წლის აჯანყების შემდეგ, ლავრენტი კუპრაშვილმა დაგმო ძველი წყობილება და მენშევიკთა წინააღმდეგ გაილაშქრა. 1924 წლის 7 ოქტომბერს არჩეულ იქნა მუშათა კომიტეტის წევრად 1925 წლის 8 ოქტომბრამდე, ამის შემდეგ, 1928 წლის 1 მარტამდე მუშაობდა საქართველოს კომუნისტური (ბ) პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული ყოფილ მენშევიკთა შორის მომუშავე განყოფილების გამგედ; საქართველოს თითქმის ყველა მაზრასა და თემში ყველა ყრილობასა და მიტინგზე აქტიურად იბრძოდა მენშევიზმის წინააღმდეგ. 1924 წლიდან იყო მუშათა ყოველკვირეული ჟურნალის "ახალი გზის" სარედაქციო კოლეგიის წევრი, რომელშიც თითქმის ყოველ კვირა ათავსებდა წერილებს მუშათა ყოფა-ცხოვრებიდან, ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკურ, პარტიულ და სხვა საკითხებზე. თანამშრომლობდა "ერთობაში", ამიერკავკასიის ჟურნალ "Железнодорожник"-თან. ლავრენტი კუპრაშვილმა 1922 წელს ხანძრისგან გადაარჩინა თბილისის ელექტროსადგური. მიღებული ჰქონდა ფულადი ჯილდო რაციონალიზატორული წინადადების წარდგენისათვის. პროფესიონალი რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.746 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |