Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ კუხალეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1951 წელს, მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. 1942 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში და 1946 წლამდე იბრძოდა როგორც რიგითი მეზღვაური სამხედრო-საზღვაო ფლოტში. მიღებული აქვს მრავალი სამხედრო ჯილდო. 1946 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1951-1954წწ. მუშაობდა ინჟინრად "საქნავთობში"; 1955-1964წწ. - ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე; 1964 წლიდან ხელმძღვანელობდა "ელექტროსისტემების პერსპექტიული დაპროექტების" განყოფილებას. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების სქემები, რომლებიც შემდეგ გამოყენებულ იქნა კონკრეტული ენერგოობიექტების დაპროექტების დროს. 1989 წლიდან გარდაცვალებამდე იყო "ელექტროსისტემების პერსპექტიული დაპროექტების" განყოფილების მთავარი სპეციალისტი. მონაწილეობდა "საქართველოს ენერგეტიკული პროგრამის" და "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების კონცეფციის "დამუშავებაში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.183-184 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |