The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ კუხალეიშვილი

Date of birth:1924
Date of death:2001  (at 77 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1951 წელს, მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

1942 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში და 1946 წლამდე იბრძოდა როგორც რიგითი მეზღვაური სამხედრო-საზღვაო ფლოტში. მიღებული აქვს მრავალი სამხედრო ჯილდო. 1946 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1951-1954წწ. მუშაობდა ინჟინრად "საქნავთობში"; 1955-1964წწ. - ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე; 1964 წლიდან ხელმძღვანელობდა "ელექტროსისტემების პერსპექტიული დაპროექტების" განყოფილებას. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების სქემები, რომლებიც შემდეგ გამოყენებულ იქნა კონკრეტული ენერგოობიექტების დაპროექტების დროს. 1989 წლიდან გარდაცვალებამდე იყო "ელექტროსისტემების პერსპექტიული დაპროექტების" განყოფილების მთავარი სპეციალისტი. მონაწილეობდა "საქართველოს ენერგეტიკული პროგრამის" და "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების კონცეფციის "დამუშავებაში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.183-184

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: