Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ლომთათიძე![]()
Biography1902 წლიდან მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1907 წლიდან დაიწყო მუშაობა ქართულ ფოლკლორზე; შეკრიბა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედების და ზნე-ჩვეულებების ნიმუშები, მის მიერ შეკრებილი მასალები შეიძინა საქართველოს საისტორიო-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ, საქართველოს რევოლუციის მუზეუმმა, სამეცნიერო დაწესებულებათა მთავარმმართველობამ და საქართველოს მუზეუმის ფოლკლორის განყოფილებამ. 1917 წლიდან თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისმენდა ვ. კოტეტიშვილის ლექციებს ქართული ფოლკლორის შესახებ. 1928 წლის 1 თებერვალს საქართველოს საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებაში წაიკითხა მოხსენება "ცხრაობითი სათვალავის წარმომშობი საფუძველი", ამ სათვალავის გენეზისის საფუძვლად წამოაყენა ქალის ორსულობა, ე. ი. დედის მუცელი და ცხრა თვე. ივანე ჯავახიშვილის მითითებით გიორგი ლომთათიძემ შეადგინა ქართული ხალხური საზომების ლექსიკონი, რომელიც გადასცა საქართველოს საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას. გიორგი ლომთათიძის მიერ შეკრებილი მასალებიდან ლ. მეტრეველმა 400 ანდაზა შეიტანა 1925 წელს გამოცემულ "ქართული ანდაზების" კრებულში. ამის გარდა იგი წერდა ლექსებს, იგავებს, არაკებს, პიესებს და მოთხრობებეს. ქართული ხალხური სიტყვიერების მკვლევარი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.835 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |