Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელისე ლომინაძე![]()
Biography1901-1902 წლებში დაუახლოვდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას. 1903 წელს გადმოვიდა თბილისში, 1904 წლიდან ეწეოდა არალეგალური ლიტერატურის ტრანსპორტირებას თითქმის მთელ კავკასიაში. 1903 წლის პარტიული განხეთქილების შემდეგ გახდა ბოლშევიკი. 1906 წელს შექმნა პარტიული მებრძოლი სამხედრო დაჯგუფება, რომლის მიზანი იყო პარტიის მატერიალური უზრუნველყოფა. ელისე ლომინაძე მონაწილეობდა 1907 წელს ქუთაისში, ერევნის მოედანზე მოწყობილ ექსპროპრიაციაში; ამავე წელს გერმანე მგალობლიშვილის პასპორტით პეტროგრადში გაემგზავრა იარაღის ჩამოსატანად, დაპატიმრებულ იქნა ფინეთის საზღვართან. 1908 წელს გაასამართლეს და 6 წლით კატორღა მიუსაჯეს, სასჯელს იხდიდა სარატოვში და ციმბირში. რევოლუციონერ-ორგანიზატორი, ექსპროპრტატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.838; საქართველოს ეროვნული არქივი: archival-services.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |