შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მელაანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ინსტიტუტი 1893 წელს. დაიბადა თავად იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის ოჯახში. 1893-1902 წლებში, თავის მშობლიურ სოფელ მელაანში გლეხის შვილებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას, ანგარიშს, ისტორიას, გეოგრაფიას, ქართულ ლიტერატურას, სიმღერებს და სხვ. 1893 წლიდან თარგმნიდა და წერდა საბავშვო ლიტერატურას. დაწერა პიესაც, რომელიც წინანდალში დაიდგა. 1899 წლიდან მართავდა საბავშვო წარმოდგენებს, 900-იან წლებში საქველმოქმედო წარმოდგენებიდან შემოსულ თანხას უგზავნიდა ქართული გიმნაზიის (ახლანდელი უნივერსიტეტის) შენობის სააღმშენებლო კომისიის თავმჯდომარეს - მ. ვ. ორბელიანს, ქართულ დრამატულ საზოგადოებას; მონაწილეობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საღამო-წარმოდგენებში, "მესამე დასელთა" კულტურულ მუშაობაში. 1902 წლიდან გამწესდა მასწავლებლად წინანდლის ყოფილ საუფლისწულო მამულთან არსებულ ერთკლასიან სკოლაში, სადაც ქართულ ენაზე სწავლა შემოიღო; სოფიო ანდრონიკაშვილმა წინანდლის სკოლაში 1919 წლამდე იმუშავა. მის მოღვაწეობას დიდად აფასებდნენ კავკასიის საუფლიწულო მამულთა ინსპექციაში. 1902-1926 წლებში, წინანდალში ცხოვრების დროს, მუდმივად მონაწილეობდა წარმოდგენებში, ფინანსურად ეხმარებოდა ომში გაწვეულთა ოჯახებს. 1913 წელს გამოიგონა არითმეტიკის შესასწავლი ფერადი საგნებისაგან შემდგარი თვალსაჩინო მოწყობილობა, სახელწოდებით "მოდი დავთვალოთ". სახალხო მასწავლებელი, სცენისმოყვარე, ქველმოქმედი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.838
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |