შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირმა ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოჭი. დაამთავრა სამარის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1994 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 2001 წელს. მუშაობა დაიწყო ქ. თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე "ლეჩკომბინატში". წლების მატებასთან ერთად იმაღლებდა კვალიფიკაციას და სამედიცინო განათლებას კარგად უხამებდა ადამიანთა მკურნალობის ხალხურ მეთოდებს, რასაც მას ოჯახში დამკვიდრებული ტრადიციებიც უწყობდა ხელს. 2007 წელს ქ. თბილისში გახსნა სამკურნალო კლინიკა, რომელსაც დედის საპატივსაცემოდ "ლილი რატიანის კლინიკა" დაარქვა. ამ კლინიკაში შესაძლებელია ავადმყოფისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა, სამკურნალო პროცედურების ჩატარება და ძვალ-სახსრის დაავადებათა მკურნალობა უნიკალური მეთოდებით, დაფუძნებული ტრადიციული მცენარეული მალამოებისა და თანამედროვე მედიცინის მიღწევების გამოყენებით. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.284
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |