Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ ლაფანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტი ელსადგურების და სისტემების სპეციალობით 1944 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. მუშაობა დაიწყო ზაჰესში: 1945 წლიდან - მორიგე ინჟინერი; 1949 წლიდან - ელ. ლაბორატორიის უფროსი; 1960 წლიდან - ელ. სამანქანო საამქროს უფროსი. 1973-1987წწ. - კასკად "ზაჰესის" მთავარი ინჟინერი. 1987 წელს გავიდა პენსიაზე და გადაყვანილ იქნა კასკადის ლაბორატორიის უფროსად. მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო, მათ შორის, მედალი "გმირული შრომისთვის" 1941-1945წწ. დიდი სამამულო ომის პერიოდში (1946); საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1967); საიუბილეო მედალი "გმირული შრომისთვის" ვ.ი. ლენინის 100 წლისთავთან დაკავშირებით (1970); ბრინჯაოს (1978), ვერცხლის (1980) მედლები სახალხო მეურნეობის განვითარებაში წარმატებებისათვის; საიუბილეო მედალი დიდ სამამულო ომში გამარჯვების ორმოც წლისთავთან დაკავშირებით (1985). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.187 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |